ილუსტრირებული ანბანი მოიცავს ოცდაცამეტ ქართულ ასოს შესაბამისი ილუსტრაციებითა და სიტყვებით. ანბანი სასარგებლო რესურსი შეიძლება იყოს სკოლამდელი აღზრდის, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის. შესაძლო აქტივობები, რომლებიც შეიძლება შესთავაზოთ ბავშვებს:

1. დაასახელე ბგერა და და მასზე დაწყებული სიტყვა (დაიხმო ილუსტრაცია)

2. მოიფიქრე რაც შეიძლება მეტი სიტყვა მოცემილ ასო-ბგერაზე

3. იპოვე ანბანში ასო, რომელზეც დასრულდა შენს მიერ დასახელებული სიტყვა.

მთლიანობითი კითხვის ბარათები განკუთვნილია სკოლამდელი, დაწყებითი კლასებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის. რესურსი აერთიანებს ორი და სამი ასოსაგან შემდარის სიტყვებსა და მათ შესაბამის ილუსტრაციებს. მისი გამოყენებით შესაძლებელია კითხვის შესწავლისას, ან კითხვის სირთულისას მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი დავალებების შეთავაზება და სწავლის პროცესის გამარტივება. ინსტრუქციები (კითხვები), რომელიც მათი გამოყენებისას შეიძლება მისცეთ ბავშვს შემდეგია:

1. დააკვირდი ილუსტრაციას და გამოიცანი რა არის გამიოსახული მასზე?

2. გამოიცანი რა სიტყვა შეიძლება ეწეროს მოცემული ილუსტრაციის გვერდით?

3. რომელ ილუსტრაციას შეესაბამება მოცემული სიტყვა?

4. რომელ სიტყვას შეესაბამება მოცემული ილუსტრაცია?

5. წაიკითხე ბარათზე მოცებული სიტყვები ილუსტრაციის დახმარებით.

6. წაიკითხე ბარათზე მოცემული სიტყვები (ილუსტრაციის გარეშე).

რესურსი შედგება 82 ბარათისაგან. ბარათებზე წარმოდგენილია მარტივი და საშუალო სირთულის რებუსები. აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება კითხვის, ანალიზის, სინთეზის, ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებაში. ზრდის მოსწავლის ლექსიკურ მარაგს და მოტივაციას კითხვისთვის.

Logo

"Innovative and Reliable Approach in Education" We provide interactive and fun online education solutions that support children's development. By prioritizing individual learning experiences, we help each child discover their potential.

Contact Us

Address

Turkey / Gaziantep / Georgia

Email

hilmiucar27@gmail.com

Phone

+90 542 811 9527

Newsletter

WhatsApp ile Sohbet Et