რესურსი აერთიანებს ილუსტრირებულ ბარათებს გამოკლების გამოსახულებით და მათ პასუხებს. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სკოლამდელ, სასკოლო და სპეციალურ განათლებაში.
ბარათების დახმარებით მოსწავლე აცნობიერებს კავშირს ციფრსა და რაოდენობას შორის. მარტივად ახერხებს გამოკლების მოქმედების შესრულებას თვალსაჩინოების დახმარებით.
რესურსი აერთიანებს ილუსტრირებულ შეკრების ბარათებსა და მათ პასუხებს. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას სკოლამდელ, სასკოლო და სპეციალურ განათლებაში.
ბარათების დახმარებით მოსწავლე აცნობიერებს კავშირს ციფრსა და რაოდენობას შორის.
რესურსი აერთიანებს გასაფერადებელ რიცხვებს ერთიდან ასამდე და ასეულებს ათასამდე. იგი განკუთვნილია სკოლამდელი, დაწყებითი კლასებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის.
ინსტრუქციები, რომელიც მათი გამოყენებისას შეიძლება მისცეთ ბავშვს შემდეგია:
1. დაასახელე რიცხვი.
2. გააფერადე სასურველი ფერით.
3. გააფერადე კონკრეტული ფერით (მაგ. წითელი).
4. გაფერადებისას დაიცავი საზღვრები.
5. რიცხვის გარე საზღვარს შემოავლე განსხვავებული ფერის ფანქარი.